საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ქუთაისის სამივე სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარეობს.
ქუთაისის #59 საოლქო კომისიაში პირველი ბრიფინგი გაიმართა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ქუთაისში 129-ვე უბანზე დაიწყო კენჭისყრა, რაიმე პროცედურული დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ქუთაიში 129 უბანია, მათ შორის ერთი არის სპეცუბანი, რომელიც გახსნილია სასჯელაღსრულების დეპარტანმენტის მეორე განყოფილებაში.
ამ დროისათვის ყველა უბანში ხმის მიცემის პროცესი დაწყებულია.