ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ერთ-ერთ უბანზე ზედმეტი სარეგისტრაციო ბეჭედი აღმოჩნდა

30 ოქტომბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის ერთ-ერთ უბანზე ზედმეტი სარეგისტრაციო ბეჭედი აღმოჩნდა

ქუთაისში არჩევნების მეორე ტურები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა უბანი დილით, 08:00 საათზე გაიხსნა. 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი დარღვევა არ ფიქსირდება, თუმცა 28-ე უბანზე ზედმეტი სარეგისტრაციო ბეჭედი აღმოჩნდა.

მისივე განმარტებით, კომისიის წევრებმა ის უკვე დალუქეს და დღის ბოლოს საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნება. 86-ე უბანზე კომისიის მდივანმა საკონტროლო ფურცელი დარღვევით შეავსო.

ქუთაისის სამივე საარჩევნო ოლქში ერთამენთს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატები უპირისპირდებიან.