საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ქუთაისის სამივე სამაჟორიტარო ოლქში მშვიდობიანად მიმდინარეობს, თუმცა მოსახლეობის აქტივობა დაბალია. ქუთაისში არჩევნებზე, ამ დროისათვის ამომრჩევლის 4,5% გამოცხადდა.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ქუთაისში 7 293-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. 10:00 საათიანი მონაცემებით დაიწერა ერთი საჩივარი 86-ე უბანზე, სადაც კომისიის მდივანმა საკონტროლო ფურცელი დარღვევით შეავსო.