სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

როგორია 15:00 საათის მონაცემები იმერეთის მუნიციპალიტეტებში?

30 ოქტომბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

როგორია 15:00 საათის მონაცემები იმერეთის მუნიციპალიტეტებში?

არჩევნების მეორე ტური იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტის 6 ოლქში მიმდინარეობს.

15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 32, 790 ამომრჩეველმა მისცა.

რაც შეეხება ჭიათურას, ამ დროისთვის ხმა 13, 890 ამომრჩეველმა მისცა, რაც 31, 72%-ია. ჭიათურაში 43 795 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

14, 267-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა არჩევანი ზესტაფონში, რაც 28, 47%-ია. ზესტაფონში 50 105 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა 9 237-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 32, 75%-ია. აღნიშნულ ოლქში 48 165 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ორი საჩივარია შესული ბაღდათის კომისიაში. ზესტაფონსა და ჭიათურაში კომისიების თავმჯდომარეების განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

თეგები: არჩევნები 2016