სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია 26 000 ლარის ღირებულების აპარატურას ყიდულობს

3 ნოემბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის მერია 26 000 ლარის ღირებულების აპარატურას ყიდულობს

ქალაქის მერიამ აუდიო-ვიდეო აპარატურის მიწოდებისა და მონტაჟისათვის 26 000 ლარიან ტენდერს აცხადებს. სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ მისაწოდებელი საქონელს უნდა გააჩნდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ISO სერტიფიკატი. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აპარატურის მიწოდება- მონტაჟი 2016 წლის 20 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

მერია აღნიშნულ ტექნიკას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრისთვის ყიდულობს, რომლის გახსნა ყოფილი “მირზაანის” შენობაში იგეგმება. აღნიშნული ტურისტული ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი იქნება.

შეგახსენებთ, ტურისტული ცენტრისთვის ქალაქის მერიამ რამდენიმე თვის წინ უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინა.

თეგები: ტურიზმი