სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ააიპად ყალიბდება

7 ნოემბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ააიპად ყალიბდება

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ააიპად ჩამოყალიბდება. აღნიშნულის შესახებ თანხმობას ქუთაისის მერს საკრებულო ხვალინდელ სხდომაზე მისცემს. საინფორმაციო ცენტრი ახალ წლამდე გაიხსნება და სხვდასხვა სერვისებით აღიჭურვება. ასევე ცენტრის გახსნასთან ერთად მოხდება ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა.

საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომაზე ასევე განიხილა საკითხი სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისში 2017 წელს დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ.

მერია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს 15 ნოემბრისთვის გადაუგზავნის.

თეგები: ა(ა)იპითვითმმართველობამერიასაკრებულოტურიზმიქუთაისი