საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, მთავრობა ხშირ შემთხვევაში ვალის აღებით მის მიერვე დადგენილ ლიმიტებს არღვევს.
2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობას შიდა ვალის სახით 200 მილიონი ლარი უნდა აეღო, მაგრამ 4 ნოემბრის მდგომარეობით, ვალის მოცულობა უკვე 335 მილიონ ლარს აღწევს. აუდიტის სამსახურის უფროსი მთავრობას მოუწოდებს, ვალის მოცულობის ზრდისას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება გაითვალისწინოს.
შეგახსენებთ: 2016 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 13.8 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 10.7 მლრდ საგარეო ვალია, ხოლო 3.1 მლრდ – საშინაო.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრში თვლიან, რომ საქართველოს ვალის გადახდის პრობლემა არ შეექმნება, თუმცა ვალის აღებისას ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რამდენად წაადგება ეს საქართველოს ინტერესებს.