შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერი ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

11 ნოემბერი, 2016 • ნიუპრესი • 24

ქუთაისის მერი ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ქუთაისში ხელბურთში 20 წლამდე ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშება მიმდინარეობს.

ქუთაისის სპორტის სასახლეში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით 20 წლამდე ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშება მიმდინარეობს. ტურნირი 2 დღის წინ დაიწყო და 13 ნოემბერს დასრულდება.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შოთა მურღულიამ დღეს, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს, ევროპის ხელბურთი ფედერაციის წევრს და ტურნირში მონაწილე დიდი ბრიტანეთის, მოლდავეთის და სომხეთის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმრებმა მერთან მიღწევებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. ქუთაისი ასევე 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ასევე, ტრენინგს უტარებს ადგილობრივ სტაფს, რომელიც 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატს მოემსახურება.

თეგები: სპორტიშოთა მურღულიახელბურთი