კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია საახალწლოდ სამ კონკურსს აცხადებს

15 ნოემბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 29

ქუთაისის მერია საახალწლოდ სამ კონკურსს აცხადებს

კონკურსებში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა განაცხადი 20 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს.

ქუთაისის მერია საახალწლოდ კონკურს აცხადებს, რომლის მიზანი ქალაქში საახალწლო განწყობის შექმნაა. უკვე ტრადიციულულ „კრეატიული საახალწლო ნაძვის ხე“ -ს კონკურსს დაემატა ორი ახალი კონკურსი – “ახალი წელი-2017“, და „ნაძვის ხეების საუკეთესო საახალწლო დიზაინი“.

კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სავაჭრო ცენტრებს, მაღაზიებს, აფთიაქებს; ბანკებს, რესტორნებს, სასტუმროებს, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, საჯარო და კერძო სკოლებს, კულტურული და სპორტული დაწესებულებებს, მუსიკალური სკოლებს; კავშირგაბმულობის თუ სამედიცინო დაწესებულებებს, ასევე სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტაზე culturekutaisi@gmail.com , არაუგვიანეს 20 დეკემბრისა.

თეგები: ახალიმერიანაძვის ხექუთაისიწელი