სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საპატრულო პოლიციამ დაკარგული ბავშვი მშობლებს დაუბრუნა

14 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 24

საპატრულო პოლიციამ დაკარგული ბავშვი მშობლებს დაუბრუნა

112-ში დარეკა ქალბატონმა და განაცხადა, რომ ტაქსიში მცირეწლოვანი მძინარე ბავშვი დარჩა.

შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთში დაკარგული ბავშვი იპოვეს და ოჯახს დაუბრუნეს. “შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში დარეკა ქალბატონმა და განაცხადა, რომ ქობულეთში, ტაქსში დარჩა მცირეწლოვანი მძინარე ბავშვი. სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს შესაბამისი ღონისძიების განხორციელება. წინასწარი ინფორმაციით ცნობილი იყო ტაქსის სავარაუდო მიმართულება და ავტომანქანის ფერი.
გურიის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისი-ლანჩხუთი-სარფის საავტომობილო გზაზე მოძრავი ყველა ავტომანქანა გადაამოწმეს. აღნიშნული ავტომაგისტრალის 55-ე კილომეტრზე გადამოწმების მიზნით შეჩერებულ ერთ-ერთ ავტომანქანაში მძინარე მცირეწლოვანი ბავშვი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, მომხდარის შესახებ ტაქსის მძღოლმა არაფერი იცოდა და მხოლოდ ავტომანქანის გაჩერების შემდეგ შეიტყო სამართალდამცველებისგან. საპატრულო პოლიციამ ნაპოვნი ბავშვი მშობლებს უვნებლად ჩააბარა”, – აცხადებენ შსს-ში.
police.ge

თეგები: 112საინტერესო ამბებიქობულეთიშსს