ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კოლაუ ნადირაძის და პაოლო იაშვილის მემორიალური დაფები გაიხსნა

18 ნოემბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

კოლაუ ნადირაძის და პაოლო იაშვილის  მემორიალური დაფები გაიხსნა

“ცისფერყანწელთა” საიუბილეო წლის აღსანიშნავად ქუთაისში კოლაუ ნადირაძის და პაოლო იაშვილის მემორიალური დაფები გაიხსნა. აღნიშნულ სახლებში პოეტები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღესვე ლ.მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი ,,ცისფერყანწელთა საძმო” იმართება. ასევე, მოხდება ფოტო ალბომის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება ახალგაზრდა მწერლებმა 1916 წელს ქუთაისში დაარსეს და ის 1930-იან წლებამდე არსებობდა, ვიდრე საბჭოთა რეჟიმმა ის არ გაანადგურა.

თეგები: ცისფერყანწელები