სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დასავლეთ საქართველოში ქარი 25 ნოემბრამდე გაგრძელდება

23 ნოემბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

დასავლეთ საქართველოში  ქარი 25 ნოემბრამდე გაგრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღეს, ღამის საათებში მოსალოდნელია ქარის დროგამოშვებით გაძლიერება 28 მ/წმ-მდე. ხვალიდან ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17-22 მ/წმ-ია მოსალოდნელი.

25 ნოემბრიდან ქარი ჩადგება და კვირის ბოლომდე თბილი, უნალექო ამინდი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა -1, +4 გრადუსი იქნება. ღამის საათებში ბარში ყინვებია მოსალოდნელი (-2, -7 გრადუსის ფარგლებში, თბილისში -2, -4 გრადუსი).

თეგები: იმერეთიქარი