ქუთაისში ქარმა რამდენიმე სკოლა დააზიანა. განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, სკოლებისთვის მიყენებული ზარალი სასწავლო პროცესს არ აფერხებს და სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. განსხვავებული მდგომარეობაა #31 საჯარო სკოლაში, რომელსაც ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა.
„#7, #21, #32 საჯარო სკოლებს უმნიშვნელო დაზიანება მიადგა. გადახადა სახურავის მცირე ნაწილი, წაიქცა ხეები, და ზაინდა ელექტროგაყვანილობა, მაგრამ მათი აღმოფხვრა მალევე მოხდა, ამიტომ შეფერხება არ ყოფილა. #31 სკოლაში რთული მდგომარეობაა, სახურავი მთლიანად გადახადა ქარმა. ჩამოსული იყო განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად შეისწავლეს საკითხი. დაიწყო სამუშაოები, თუმცა როდის განახლდება სასწავლო პროცესი, ჯერჯერობით ვერ გეტყვით“, -განაცხადა ბადრი ვაშაკიძემ.
ქარმა ქუთაისს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის დათვლა ამინდის გაუმჯობესების მერე მოხდება.