ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში მშენებლობების ტემპმა მოიმატა. შოთა მურღულიამ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად მშენებლობები გაკონტროლება, რის ერთ-ერთი საუკეთესო ბერკეტადაც განვითარების სტრატეგიული გეგმა სახელდება.
2010 წლიდან დღემდე თვითმმართველობის მიერ 2 509 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რომელიც წლებისა და ტიპის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება.
ცხრილი 1: სამშენებლო ნებართვების რაოდენობა
წელი
მრავალსართულიანი კორპუსები
სასტუმრო
კერძო ბინათმშენებლობა
სხვა ტიპის მშენებლობები
რეკონსტრუქცია, დემონტაჟი, ვადის გაგრძელება
სულ
2010
3
35
117
128
283
2011
7
2
28
80
192
309
2012
4
2
36
78
267
387
2013
6
4
42
106
284
442
2014
13
4
30
89
266
402
2015
2
3
36
97
280
418
2016 (იანვარი-ივლისი)
4
2
23
56
183
268
2016 წლის განმავლობაში გაცემული 268 ნებართავა მხოლოდ შვიდი თვის მონაცემებს შეესაბამება. მერიაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ეს სტატისტიკა 430-440-მდე გაიზრდება.
გაცემული ნებართვების მონაცემები მშენებლობის ფართის მიხედვით შედმეგნაირია;
ცხრილი 2: სამშენებლო ნებართვები ფართობის მიხედვით და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტები
წელი
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016 (იანვარი- ივლისი)
გაცემული ნებართვები კვ.მ-ობით
48 336,54
135 248
61 792,58
90 591,21
101 928,026
92 885,24
70 693,72
ექსპლუატაციაში მიღებული
24 703
26 413
83 923
31 639
46 097
85 448
46 862
გაცემული ნებართვების უმეტესობა კერძო მშენებლობასა და სხვადასხვა ტიპის კატეგორიის მშენებლობაზე მოდის. ასევე, მაღალი მაჩვენებელია რეკონსტრუქცია-დემონტაჟსა და მშენებლობის ვადის გაგრძელებაზე.
მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა წლების მიხედვით იცვლება. ამ მხრივ წარმატებული წელი 2014 აღმოჩნდა, როდესაც მერიის მიერ 13 მრავალსართულიანი კორპუსის და 4 სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მრავალსართულიანი კორპუსებიდან ნაწილი დევნილების საცხოვრებელზე მოდის. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქუთაისში რამდენიმე კორპუსი ააგო, რომელთა მშენებლობაზე ნებართვა მერიამ გასცა.
რაც შეეხება სასტუმროებს, ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმროს მშენებლობა 2015 წელს დაიწყო, მისი მშენებლობა წელს დასრულდება.
წყარო:factcheck.ge