შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შოთა მურღულია: “ვერ მივიღებთ შენიშვნებს ლოგოსთან დაკავშირებით”

25 ნოემბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 27

შოთა მურღულია: “ვერ მივიღებთ შენიშვნებს ლოგოსთან დაკავშირებით”

ქუთაისის მერი ადასტურებს, რომ ქალაქის ლოგოსა და სლოგანის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული გამოვლენილია.

ქუთაისის მერი შოთა მურღულია ადასტურებს, რომ ქუთაისის ლოგოსა და სლოგანის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული გამოვლენილია.

ეს არის ჯგუფი „HOLMES&WATSON“. საუკეთესოდ აღიარეს მათ მიერ წარმოდგენილი ლოგო და სლოგანი “ქუთაისი – ღიმილის ქალაქი”.

“ვერ მივიღებთ შენიშვნებს ლოგოსთან დაკავშირებით, რადგან ორჯერ ჩავშლეთ უკვე კონკურსი, მიუხედავად ამისა, კონკურსით არ დაინტერესებულა საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა, ამიტომ გამარჯვებული გამოვავლინეთ წარმოდგენილი ნამუშევრებიდან”-განაცხადა შოთა მურღულიამ.

მისი თქმით, წარმოდგენილი ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეისწავლა.

შეგახსენებთ, კონკურსის გამარჯვებულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ არაოფიციალურად გავრცელდა. შერჩეულმა ლოგომ საზოგადოების მოწონება ვერ დაიმსახურა.

თეგები: ლოგოქუთაისიშოთა მურღულია