ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩაშლილი მატჩის შემდეგ დაპირისპირებამ ქუჩაში გადაინაცვლა

26 ნოემბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის სპორტის სასახლეში  ჩაშლილი მატჩის შემდეგ დაპირისპირებამ ქუჩაში გადაინაცვლა

ქუთაისის სპორტის სასახლეში თბილისის “დინამოს” და “ქუთაისი 2010” -ის ჩაშლილი მატჩის შემდეგ დაპირისპირებამ ქუჩაში გადაინაცვლა.

დღეს გუნდების გულშემატკივრები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. იქამდე ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. სიტუაციის განსამუხტად ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.

არსებული ინფორმაციით, პირველი მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა კალათბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც მატჩი ჩაიშალა. თუ როდის განახლდება შეხვედრა, ჯერ-ჯერობით უცნობია.