ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „დინამოსთან“ წააგო. თამაში ანგარიშით 0:1 დასრულდა „დინამოელთა“ სასარგებლოდ.
დღეს ფეხბურთში საქართველოს 28-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჯგუფური შეხვედრა იმართებოდა . შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. „ტორპედომ“ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა.
თამაშს წინ მცირე ინციდენტი ახლდა. გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამ დროისთვის დაძაბულობა აღარ შეინიშნება.