პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. მთავრობას კვლავ გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა თითქმის უცვლელი დარჩა. ცვლილება შეეხო ეკონომიკის განხრით არსებულ სამინისტროებს. ასევე შემცირდა სამინისტროების რაოდენობა და 19-ის ნაცვლად 18 გახდა. საქართველოს სახელმწიფო სამინისტრო დიასპორის საკითხებში საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.
მთავრობის ახალი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი გახარია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი -მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი -კახი კალაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი- სოზარ სუბარი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი- დავით სერგეენკო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი- ალექსანდრე ჯეჯელავა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი- ლევან დავითაშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ზურაბ ალავიძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი- დიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი- მიხეილ გიორგაძე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი- ტარიელ ხეჩიკაშვილი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი- ლევან იზორია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი-თეა წულუკიანი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი- გიორგი მღებრიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი- კახა კახიშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში -ვიქტორ დოლიძე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი-ქეთევან ციხელაშვილი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი- გიგლა აგულაშვილი