სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი მაკა გორგოძე მოსამართლეთა ბრწყინვალე ხუთეულშია

1 დეკემბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

ქუთაისელი  მაკა  გორგოძე მოსამართლეთა ბრწყინვალე ხუთეულშია

საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა სარეიტინგო საბჭომ საუკეთესო მოსამართლეთა ხუთეული შეარჩია. მათ შორის მოხვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. საბჭოს ანალიზით, 2016 წლისათვის ქვეყნის საუკეთესო მოსამართლეთა ბრწყინვალე ხუთეულში-(თანავარსკვლავედში) მოიაზრებიან:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გორგოძე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი.