გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია -3;+2 გრადუსი; მაღალმთაში -15 გრადუსამდე. 11 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5° იქნება, ღამის საათებში დაბლობსა და ბარში -4, -7° – მდე დაეცემა.
9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოთოვს. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი.
10 – 11 დეკემბერს ნალექიანი ამინდი მოსალოდნელია საქართველოს ზოგიერთ რაიონში.
ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +5, +10° იქნება.