ქუთაისსა და იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში თოვლი მოვიდა. რეგიონის ქვედა ზონის სოფლებში თოვლის საფარი მცირეა, ხოლო ზემო იმერეთში 40–50 სანტიმეტრამდე აღწევს. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები და გზებზე ტექნიკური მარილის მოყრა მიმდინარეობს. ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც.
იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში თოვს
8 დეკემბერი, 2016 • ნიუპრესი • 1
თეგები: თოვს
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები