შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“სამტრედია” ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

12 დეკემბერი, 2016 • ნიუპრესი • 108

“სამტრედია” ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

“სამტრედიამ” საჩხერის “ჩიხურა” დაამარცხა.

საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონი “სამტრედია” გახდა. უმაღლესი ლიგის ფინალის საპასუხო მატჩი ”დინამო არენაზე” გაიმართა.

მასპინძელმა საჩხერის “ჩიხურამ” “სამტრედია” მიიღო. მატჩი ფრედ ანგარიშთ 2:2 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა “სამტრედიის” გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. საბოლოო ჯამში “სამტრედიამ” ორმატჩიან დუელში “ჩიხურა” 4:2 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

პირველი ტაიმის მიწურულის ბუდუ ზივზივაძემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ზუსტად ბაჩანა არაბულმა შეასრულა, ხოლო მეორე გოლი მე-60 წუთზე გიორგი დათუნაიშვილმა გაიტანა. გოლის გატანა 82-ე წუთზე ბესო დეკანოიძემ შეძლო და სხვაობა შეამცირა, ხოლო 90-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

ipn.ge

თეგები: სამტრედიასაქართველოსპორტიფეხბურთიჩემპიონი