კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიამ 79 797 ლარის საჩუქრები შეიძინა

16 დეკემბერი, 2016 • ანუკა ლიპარიშვილი • 41

ქუთაისის მერიამ  79 797 ლარის საჩუქრები შეიძინა

2016 წელს თანხა 13 ბიზნეს ობიექტის წარმომადგენელს გადაერიცხა.

ქუთაისის მერიამ ერთი წლის განმავლობაში, სასაჩუქრე ნივთებში 79 979 ლარი გადაიხადა. კონსოლიდირებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე ადგილობრივმა თვითმმართველობმამ 13 ბიზნეს ობიექტის წარმომადგენელს გადაურიცხა თანხა.

მათ შორის, შპს „ოპტიმას“ 12 200 ლარი, შპს „ლუდის სახლი“ 8 000 ლარი, შპს „დავითი 2010 „- 22 000 ლარი. ხოლო, შპს “გ.დ-ალკო“, შპს“კოლმენდსა“ და შპს „დაჩის“ ერთად 9 656 ლარი.

ი.მ კონსტანტინე ტოფაძეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარი, ხოლო ი.მ მერაბ ბერაძეს 600. შპს „ზარაფხანას“ -9491 ლარი, შპს“ფარშევანგს“ 500, ხოლო ი.მ ლევან ლექვიანიძეს, თეიმურაძ ქორიძესა და ნათია ხელაძეს 16 350 ლარი გადაურიცხეს.

თეგები: საჩუქრებიქუთაისის მერია