ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სტრატეგიულ ობიექტებს ერთი დღით დენი გაეთიშება

20 დეკემბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში სტრატეგიულ ობიექტებს  ერთი დღით დენი გაეთიშება

ენერგო პრო ჯორჯია ელექტროენერგიის მოსალოდნელი გათიშვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

21 დეკემბერს დაგეგმილი აუცილებელი სარემონტო სამუშაოების გამო10:00 საათიდან 18:30 საათამდე გამოირთვება ფიდერი N92, რის გამოც ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 1800 აბონენტს ქუთაისში რუსთაველის (კენტი N77-137, ლუწი N92-124), ცხინვალის, პეტრიწის, პეტრიწის მე-2 შეს. არაყიშვილის, ბარნოვის, ბარათაშვილის, გველესიანის, ფარნავაზ მეფის, თავისუფლების (ნაწ.) ქუჩებზე.

მითითებულ პერიოდში ძაბვის მიწოდება ასევე შეეზღუდებათ აღნიშნულ ფიდერზე არსებულ ორგანიზაციებს, მათ შორის N7-ე და N41-ე საჯარო სკოლებს, სკოლა „ლამპარს“, შემოსავლების სამსახურს, N3 სამშობიარო სახლს, ე.წ. „ხარისხის სახლში“ განთავსებულ დაწესებულებებს, რის შესახებაც აღნიშნული მომხმარებლები გაფრთხილებული არიან კომპანიის მიერ.

თეგები: სკოლა