ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ამ დროისთვის ფრენებზე შეზღუდვები არ არის. როგორც აეროპორტის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა განგვიცხადეს, დაგეგმილი რეისები ეტაპობრივად შესრულდა.
„ამ დროისთვის არ ველოდებით ნალექს, შესაბამისად ფრენები სრულდება. უკვე 5 რეისი შესრულდა. ასევე გაიწმინდა წინა პერიმეტრი“,-აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.
შეგახსენებთ, გუშინ დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა.