ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

23 დეკემბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა.გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე და ფიზიკურ პირებზე, სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ, ახალი მოდიფიკაციის გაყალბებულ ლარის კუპიურებს.
”საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ყალბი 20 და 50 ლარიანი ბანკნოტები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

თეგები: ნიუპრესი