ქუთაისის საახალწლო ნაძვის ხე დღეს აინთება. საზეიმო ღონისძიებას ქალაქის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრებიან, შესრულდება საახალწლო სიმღერა და დაიდგმება პერფორმანსი. ნაძვის ხე 19: 00 საათზე აინთება.
შეგახსენებთ, რომ საახალწლოდ ქალაქში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.