კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს

29 დეკემბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 37

ქუთაისში  წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს

კულტურის ააიპის 2016 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა ოპერის თეატრში გაიმართა.

ქუთაისის მერიია ააიპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებამ 2016 წლის ანგარიში წარადგინა.

ღონისძიება ოპერის თეატრში გაიმართა. ააიპის ანგარიში მასში შემავალი სკოლებისა და დაწესებულებების მოსწავლე-თანამშრომელთა შემოქმედებას დაეთმო.

ააიპის თანამაშრომლების მიერ ხელთნაკეთი ნივთები, ტანსაცმელი და ნახატები ფოიეში გამოიფინა.

მოეწყო შემაჯამებელი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ააიპის 15-ივე სკოლის საუკეთესო მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებულები არიან.

კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ელისო ქაროსანიძის თქმით, 2016 წელი წარმატებული წელი იყო, როგორ შემოქმედებითი, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოების თვალსაზრისით; გაიმართა არაერთი ღონისძიება, ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს გადაეცა შენობა, ამასთან გარემონტდა რამდენიმე სკოლა და აღიჭურვა ინვენტარით.

დღესვე გამოვლინდა ააიპის წარმატებული თანამშრომლები, 9 პედაგოგსა და 7 თანამშრომელს დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას ქუთაისის მერი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თეგები: ა(ა)იპიანგარიში