სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პიროტექნიკით დამწვრობის 54 შემთხვევა დაფიქსირდა

3 იანვარი, 2017 • ნიუპრესი • 1

პიროტექნიკით დამწვრობის 54 შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანების გამო, ხუთმა დაშავებულმა მიმართა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოს (ყოფილი კლინიკური საავადმყოფო). “ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში 5 შემთხვევა დაფიქსირდა, საკმაოდ მძიმე შედეგებით, რამდენიმეს ხელის ამპუტაცია დასჭირდა”,- განუცხადა “ნიუპრესს” სამედიცინო კორპორაციის “ევექსი” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ნიჟარაძემ.

პიროტექნიკით დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრში. “საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა”, -განუცხადა “ნიუპრესს” სამსახურის ხელმძღვანელმა მაია რუხაძემ.

საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის „კვირა“ ინფორმაციით, თბილისში, დამწვრობის ცენტრს 20-მდე პირმა მიაკითხა, მათ შორის 4 ბავშვია.

გამოცემის თანახმად, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, ახალი წლის ღამიდან 2 იანვრის ჩათვლით, პიროტექნიკით დამწვრობის 54 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ორს თითების ამპუტაცია დაჭირდა.

თეგები: პიროტექნიკა