თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი გაიხსნა. შეფერხების მიზეზი რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ შორაპანთან 6 იანვრის ღამით ჩამოწოლილი მეწყერი იყო.
საგზაო დეპარტამენტში ამბობენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და განმეორებითი მეწყერის საფრთხე აღარ არსებობს.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ტერიტორიაზე ამ დრომდე შემოვლითი გზით ხორციელდებოდა.