ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შეიცვლება თუ არა „მაკდონალდსის“ მშენებლობის ადგილი?

12 იანვარი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

შეიცვლება თუ არა „მაკდონალდსის“ მშენებლობის ადგილი?

„მაკდონალდსის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნასა და სხვა ადგილზე გადატანის საკითხს ქუთაისის მერიაში პასუხობენ. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, მშენებლობა წესების დაცვით მოხდება.

„ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ეს ტერიტორია, იყიდა კომპანიამ, რომელიც „მაკდონალდსის“ ქსელის მფლობელია. ეს პროექტი შემოიტანა ჩვენთან, რომელიც განხილვაშია და გადაგზავნილია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. რაღაც დეტალებს ვათანხმებთ, თუ გინდ საათთან მიმართებაში, ასევე გაჩერებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას ისეთს მივიღებთ, როგორიც დაამშვენებს ქუთაისს და მის ცენტრს“-განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.

რაც შეეხება „მაკდონალდსის“ სხვა ადგილზე გადატანას, მისი თქმით, გოგი წულაიას მოთხოვნას მერია ვერ განსაზღვრავს, რადგან ეს არის კერძო საკუთრება და მფლობელის მიერ განისაზღვრება, სად მოხდება მშენებლობა.