შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

15 იანვარი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 31

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

15 იანვარს, შავი ზღვის სანაპიროზე და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს, დღისით +9;+14 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, დღისით – +1;+6 გრადუსია მოსალოდნელი;
თბილისში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება.

16 იანვარს, დასავლეთ საქართველოს მთაში – თოვლია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -1;+4 გრადუსი იქნება; დღისით კი +9;+14 გრადუსი;
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -6;-1 გრადუსი იქნება, დღისით – +5;+10 გრადუსი; თბილისში ღამით მოსალოდნელია -1 გრადუსი; დღისით ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება.

17 იანვარს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დათბება და დღისით ტემპერატურა მოიმატებს. დაბლობში ღამით – +2;+7; დღისით +11; +16 დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -5;0 გრადუსი იქნება, დღისით – +4;+9 გრადუსი; თბილისში ღამით 0; ხოლო დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი.
19 იანვრიდან კი, საქართველოში შესაძლოა ამინდი გაუარესდეს.

თეგები: ამინდიდასავლეთსაქართველოცივი