სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პრეზიდენტი „გაზპრომის“ საკითხზე პარლამენტს მიმართავს

17 იანვარი, 2017 • ნიუპრესი • 1

პრეზიდენტი „გაზპრომის“ საკითხზე პარლამენტს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი შეფასებით, ”გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და ქვეყანამ მიიღო უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით.

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია ”გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა-მინიმალიზაცია.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით, შესაძლოა მივიღოთ დამატებითი პოლიტიკური რისკები ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ისევე როგორც ეკონომიკური დანაკარგები.

”ქვეყნის პირველი პირი მოუწოდებს პარლამენტს, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია, ასევე შემოგვთავაზოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა და მინიმალიზაცია”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

თეგები: გაზპრომიპრეზიდენტი