საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან. სამუშაოებისთვის ცეესკოს 39 მილიონ 11 ათას 899 ლარი გამოეყო.
აღნიშნული თანხიდან, 28 მილიონ 120 ათას 49 ლარი არჩევნების ჩატარების ღონისძიებებს მოხმარდება. 1 მილიონ 30 ათასი ლარი არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებას, 2 მილიონ 242 ათას 850 ლარი საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებას, 7 მილიონ 610 ათასი ლარი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებას. ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდება