ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ახალი ტურისტული ლოკაცია – ღვინის მარანი გაჩნდა

26 იანვარი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ახალი  ტურისტული ლოკაცია – ღვინის  მარანი  გაჩნდა

ქუთაისში ჩამოსული ტურისტებისათვის ახალი ლოკაცია გაჩნდა ღვინის სადეგუსტაციო მარანი ,,საწნახელი” გაჩნდა.

ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში, ადგილზე მისულ ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს საქართველოში არსებული სხვადასხვა ჯიშის ღვინის დაგემოვნება და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

როგორც ღვინის მარანის დამფუძნებლები აცხადებენ, მათი მიზანი ტურისტების მოზიდვა და ოჯახური მეღვინეობის ხელშეწყობაა. მათი თქმით, საწნახელში მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

,,ახალი ობიექტი, შეიძლება ითქვას, უკონკურენტოა დასავლეთ საქართველოს მასშტაბით. მეღვინეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზების საშუალება აქვთ. საწნახელი არის სივრცე, სადაც ნებისნიერ მსურველს მოსვლის და ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვს” – აღნიშნა საწნახელის დამფუძნებელმა ზურა ფანჯარაძემ.

ახალი ობიექტის პრეზენტაციას ქალაქის თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თეგები: მარანისაზოგადოებატურისტული