სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

21 სექტემბერი, 2026 • Newpress • 49

თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები.

თერჯოლაში, სოფელი ალისუბანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ.-ის კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს.

„ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობებიც.
ამავდროულად, დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით“, – აცხადებს სააგენტო.

თეგები: არალეგალური საწარმოსურსათიყველი