სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს ხელბარგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ამოუღეს

22 სექტემბერი, 2026 • Newpress • 62

ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს ხელბარგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ამოუღეს

სხვადასხვა დროს დაკავებულია 4 პირი, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„სამართალდამცველებმა თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში, ბრალდებულების ხელბარგისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 150 გრამზე მეტი „კოკაინი“, „მეთილფენიდატი”-სა და „კოდეინის“ 359 აბი, 206 აბი ,,პრეგაბალინი“ და 17 აბი „ლირიკა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს შსს.

თეგები: ნარკოდანაშაულიქუთაისის აეროპორტი