შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგმება

31 იანვარი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 21

ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგმება

ძეგლის საუკეთესო ესკიზის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლი განთავსდება.

ძეგლის შესარჩევად მერიამ კონკურსი გამოაცხადა. საუკეთესო ნამუშევარს ქალაქის მერის თავმჯდომარეობით 9 წევრიანი კომისია შეარჩევს.

ძეგლი რუსთაველის გამზირზე დაიდგმება, კონკრეტული ადგილი ჯერ განსაზღვრული არ არის.

წინადადებების მიღება 1 თებერვალს დაიწყება და 1 მარტამდე გაგრძელდება, გამარჯვებული კი 20 მარტს გამოვლინდება.

თეგები: შოთა