ქუთაისში “ბიბლუს გალერეას”გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც ბიბლუსის მარკეტინგის სამსახურის უფროსი მარიამ წამალაშვილი „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ქუთაისის მერიასთან ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
„თუ მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა, სავარაუდოდ, 3-4 თვეში გავხსნით “ბიბლუს გალერეას” ქუთაისში“,- განაცხადა მარიამ წამალაშვილმა.
შეგახსენებთ, ქუთაისში “ბიბლუსი გალერეას” შექმნის მოთხოვნით ორი ათასი ხელმოწერა იდეის ავტორმა, ანტონ სინატაშვილმა შეაგროვა.