ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

1 თებერვალი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლამდე საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება.
2 თებერვალს პერიოდულად იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. საქართველოს დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +4 გრადუსი იქნება.

3 თებერვალს დილიდან შედარებით გამოიდარებს. უმეტესად უნალექო ამინდი 4 თებერვალსაც შენარჩუნდება. ღამის საათებში კი კვლავ ყინვა იქნება.
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა +10, +12, აღმოსავლეთ საქართველოში +5 , +7 გრადუსამდე მოიმატებს.

5 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში კვლავ ნალექია მოსალოდნელი.

თეგები: ამინდიდასავლეთსაქართველოცივი