სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

1 282 771 ლარით ნაკლები ქუთაისის ბიუჯეტში [ინფოგრაფიკა]

4 თებერვალი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი • 1

1 282 771 ლარით ნაკლები ქუთაისის ბიუჯეტში [ინფოგრაფიკა]

2016 წელს ქუთაისის ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 1 282 771 ლარით ნაკლები შევიდა.

გეგმით გათვალისწინებული 3 500 000 ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 2 217 229 ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი, რაც საერთო თანხის დაახლოებით 64%-ია.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016 წელს გაასხვისა 65 ერთეული უძრავი ქონება.

აქედან: 9 ერთეული შენობა-ნაგებობა – 3 971,72 კვ.მ საერთო ფართობი, 13 466,49 კვ.მ მიწის ფართობით,

აქედან 8 015 კვ.მ თანასაკუთრების მიწა, 51 ერთეული მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 22 390 კვ.მ და 5 ერთეული შენობა-ნაგებობა დაშლა-გატანის პირობით.

მიუხედავად პრიცატიზაციიდან მობილიზებული თანხების ნაკლენობისა, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი საერთო ჯამში შესრულდა.

ქონების პრივატიზების მაჩვენებელი 2012-2016 წლების მიხედვით ასეთია:

2012 წელს ქონების პრივატიზაციის გეგმა 2 700 ათასი ლარი იყო, თუმცა 1 722 ათასი ლარის – 63,7 %-ის მობილიზება მოხერხდა.

2013 წელს გეგმა 4 587 ათასი ლარი, შესრულებამ მხოლოდ 810ათსი ლარი 17,6 % შეადგინა.

პრივატიზაციის გეგმა 2014 წელს შესრულდა გადაჭარბებით, გეგმა 2 300 ათასი ლარს შეადგენდა, ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ კი 2 392 ათასი ლარი შეადგინა. გეგმა 104 %-ით შესრულდა.

2015 – გეგმა 3 000 ათასი ლარი, შერულება 2947 ათასი ლარი – გეგმა შესრულებულია 98,2%-ით

2016 წელს კი გეგმა 3 500 ათასი ლარმდე გაიზარდა, ამჯერად გეგმა 63,3 % -ით შესრულდა.

თეგები: ინფოგრაფიკა