სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიამ ორ თვეში 30,980 ლარის საჩუქრები შეიძინა

4 თებერვალი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის მერიამ ორ თვეში 30,980 ლარის საჩუქრები შეიძინა

ქუთაისის თვითმმართველობამ 2017 წლის ბიუჯეტიდან მერიაში მისული სტუმრების საჩუქრებისთვის 30,980 ლარი გამოყო.

კონსოლიდირებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ორი თვის განმავლობაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ 9 ბიზნეს კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. საჩუქრების მაღაზიებმა მომსახურეობა ერთი წლის განმავლობაში უნდა გაწიონ.

ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებიდან ყველაზე მეტ თანხას, 10 000 ლარს ქუთაისის მერია ი.მ ლევან ლექვიანიძეს უხდის. შპს “დავითი 2010” 4 450 ლარს, შპს “სოციალური საწარმო – ფარშევანგს” 300 ლარს, ხოლო შპს “დაჩის” და ი.მ ნათია ხელიძეს ერთად 8 000 ლარს. 7 000 ლარს ქუთაისის თვითმმართველობა მერიის სტუმრების სასაჩუქრეებისთვის ი.მ მამუკა ფოფხაძეს უხდის. შპს “გ.დ ალკოს” 230, ხოლო შპს”რიონის ველის ვენახეებს” 1 000 ლარს.

ხელშეკრულებები ქუთაისის მერიამ და ბიზნეს სექტორის წარმმომადგენლებმა იანვარ-თებერვალში გააფორმეს.

შეგახსენებთ, გასულ წელს ქუთაისის მერიამ სასაჩუქრე ნივთებში 79 979 ლარი გადაიხადა.

თეგები: საჩუქრებიქუთაისის მერია