შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისური რაგბის ისტორიაზე წიგნი დაიბეჭდება

8 თებერვალი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 157

ქუთაისური რაგბის ისტორიაზე წიგნი დაიბეჭდება

წიგნი მაისში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის იქნება მზად.

„ქუთაისის რაგბი 50 წლისაა“-ამ სახელწოდების წიგნი რამდენიმე თვეში დაიბეჭდება. რაგბის ისტორიას ერთ წიგნში თავს სპორტის მუზეუმის დამაარსებელი ზურაბ ჯავახაძე მოუყრის. მას წიგნზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

ჯავახაძის განცხადებით, ქუთაისში რაგბი ყოველთვის გამორჩეული იყო, მორაგბეები კი წარმატებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რაგბში მიღწეული წარმატება გახდა წიგნის შექმნის საფუძველი. მწერალი რაგბის ისტორიის ამსახველ წიგნს რაგბის სკოლის ხელმძღვანელის დაკვეთით ქმნის.

წიგნი „ქუთაისის რაგბი 50 წლისაა“ მაისში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის დაიბეჭდება.

თეგები: ზურაბ ჯავახაძერაგბიწიგნი