ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალური სერვისები“ დიდი ტვირთამწეობის ავტომანქანების საბურავებს ყიდულობს. ააიპმა 142 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საბურავების მოწოდება ეტაპობრივად შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის მიხედვით მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 დღის ვადაში. მომსახურება უნდა მოხდეს ქუთაისის ტერიტორიაზე მდებარე სერვის ცენტრში.
მიმწოდებელმა, ჯამში, 324 საბურავის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.