სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“შენი სახლის ავტოფარეხში ორი გვამი დამარხეს”

13 თებერვალი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

“შენი სახლის ავტოფარეხში ორი გვამი დამარხეს”

ქუთაისში მოქალაქეს, სოციალური ქსელის მეშვეობით ანონიმური შეტყობინება მოუვიდა, რომ მისი სახლის ავტოფარეხში, 2005 წელს ორი გვამი დამარხეს. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ის ამ ფაქტის ერთადერთი მოწმეა.

„2005 წელს, შენი სახლის ავტოფარეხში ორი ახალგაზრდის გვამი დამარხეს. მე ერთადერთი მოწმე ვარ, ვიცი, რომ ამ საქმეს მიხედავ“.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ სახლის ამჟამინდელმა მეპატრონემ ი.კ-მ ინფორმაციის გადასამოწმებლად პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საპატრულო და საგამოძიებო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

სახლის მეპატრონეები ამ დროისთვის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ.

საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. “ნიუპრესი” აგრძელებს თემაზე მუშაობას.

თეგები: გვამიქუთაისი