სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად დაინიშნა

21 თებერვალი, 2017 • ნიუპრესი • 1

ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად დაინიშნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა. ჯეჯელავას ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია. მინისტრი ვიცე-პრემიერად პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.

“ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე- პრემიერი და ის ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს, კახა კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცე-პრემიერი და მოგეხსენებათ, არის პარტიის გენერალური მდივანი, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით. სანდროს ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ჯეჯელავა განათლების მინისტრად 2016 წლის ივლისში დაინიშნა, მას საზოგადოებას თავი საკუთარი მოსაზრებებითა და ზღაპრის გმირების დახასიათებით დაამახსოვრა.

თეგები: მინისტრიპრემიერჯეჯელავა