კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საბერძნეთში ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი გაიმართება

22 თებერვალი, 2017 • ნიუპრესი • 26

საბერძნეთში ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი გაიმართება

ეკა კვალიაშვილისა და თემურ თათარაშვილის კონცერტი 12 მარტს გაიმართება.

საბერძნეთში ქართული ესტრადის ვარსკვლავების, ეკა კვალიაშვილისა და თემურ თათარაშვილის კონცერტი გაიმართება.

კონცერტი ათენში, ლეოფოროს ალექსანდრას 74 -ში, თეატრში „ზინა“ ჩატარდება. შესრულდება ათენში მცხოვრები ქართველებისათვის მონატრებული და საყვარელი სიმღერები. კონცერტზე საპატიო სტუმრად მოწვეულია პოპულარული ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე და მისი შემოქმედებითი ჯგუფი, მათ შორის ქ-ნი მაია სტეფნაძე.

კონცერტის ფორმატით დაგეგმილია თემურ თათარაშვილის და ეკა კვალიაშვილის მუსიკალური შემოქმედების და ცნობილი ჰიტების წარდგენა მსმენელისათვის.

ღონისძიება 12 მარტს, 14:00 საათზეა დაგეგმილი.

სხვა მედიასაშუალებებთან ერთად საინფორმაციო სააგენტო “ნიუპრესი” კონცერტის საინფორმაციო მხარდამჭერია.

თეგები: კონცერტიკულტურასაბერძნეთი