ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

12 მარტიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

7 მარტი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

12 მარტიდან საქართველოში  ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 – 11 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება.

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, მათ შორის თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა, დილის საათებში ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.

11 მარტს დღის მეორე ნახევრიდან და 12 მარტს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაწვიმდება და აგრილდება.

თეგები: ამინდიდასავლეთსაქართველოცივი