სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ასე ხელაღებით გაძვირებაზე დათანხმება არ მოხდება”- დავით დვალი

7 მარტი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

“ასე ხელაღებით გაძვირებაზე დათანხმება არ მოხდება”- დავით დვალი

ასე ხელაღებით გაძვირებაზე დათანხმება არ მოხდება, – აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე.

დავით დვალის თქმით, გაფიცული მძღოლების წარმომადგენლებთან აქციის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა მათ შემდეგ პოზიცია შეცვალეს.

„შევხვდით საინციატივო ჯგუფს, სადაც კონკრეტული დაპირება არავის გაუცია, თუმცა შევთანხმდით, რომ მათ მოთხოვნებს ჯერ საბოლოო სახით შეაჯერებდნენ აღმასრულებელთან, რის შემდეგაც საკრებულო განიხილავს შეჯერებულ ვერსიას და იმჯელებს. საინიციატივო ჯგუფი შეხვედრიდან გავიდა ამ პოზიციით. მათ თქვეს, რომ მომდევნო კვირაში მერთან საბოლოო პოზიციის შეჯერებამდე შეწყვეტდნენ აქციას, თუმცა უკვე შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს და ვიცე მერთან სატელეფონო საუბარში არასერიოზული და აბსურდული მიზეზები მოიყვანეს”-განაცხადა დავით დვალმა.

თეგები: გაძვირება