ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სამარშრუტო ხაზის 42 მფლობელი დაჯარიმდა

8 მარტი, 2017 • ირინა მაკარიძე • 1

ქუთაისში  სამარშრუტო ხაზის 42  მფლობელი დაჯარიმდა

ორდღიანი გაფიცვის შემდეგ ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტი ძველი ტარიფით აგრძელებს მუშობას. გადამზიდავების მიერ ტარიფის თვითნებური გაზრდა მათი დაჯარიმებით დასრულდა.

ქუთაისის მერიის განცხადებით, მათ მიერ “გატარდა საჯარიმო ღონისძიებები კერძოდ: არასანქცირებული აქციის გამო დაჯარიმდა ყველა (42) სამარშრუტო ხაზის ნებართვის მფლობელი და თვითნებურად გაზრდილი ტარიფის გამო, შესაბამისს ხაზებზე გამოიწერა ჯარიმები”.

შეგახსენებთ, ქალაქის თვითმმართველობასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, თუმცა სატესტო რეჟიმში ფასებს თვითნებურად მოუმატეს.

მძღოლების მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მისაღებად მერიამ აღდღიანი ვადა მოითხოვა. ქალაქის მერის განცხადებით, მდგომარეობის განსამუხტავად რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის სუფსიდირების გაზრდის შესაძლებლობებს.

თეგები: მგზავრობის ფასისამარშრუტო ხაზი